About the Hotel - Kartuli Hotel, Batumi

სასტუმრო "ქართული" მდებარეობს ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ორბი ბიჩ თაუერსის კომპლექსში, 37-ე და 38-ე სართულზე. ჩვენი სასტუმრო გამორჩეულია თავისი განლაგებით. (ზღვის პირველი ზოლი) სანაპირომდე გაშორებთ სულ 50 მეტრი, აქვეა ზღვისპირა პარკიც.სასტუმროში სულ 23 ნომერია, ყველა მათგანს აქვს დიდი აივანი და ულამაზესი პანორამული ხედები შავ ზღვასა და მცირე კავკასიონის ქედზე.სასტუმრო "ქართული"-ის დასახელება გულისხმობს, რომ აქ თქვენ დაგხვდებათ ქართული დეტალებით გაჯერებული ინტერიერი. სასტუმროს შექმნა შთაგვაგონა ადგილობრივმა კულტურამ, ისტორიამ და უნიკალურმა ქართულმა ენამ.ჩვენი მიზანია, ვიქცეთ იმ ადგილად სადაც, სტუმრები იგრძნობენ ნამდვილ ქართულ სტუმართმოყვარეობას, ისიამოვნებენ საუკეთესო სერვისით, იგრძნობენ თავს კომფორტულად, შეიტყობენ უფრო მეტს ბათუმზე, საქართველოზე, ადგილობრივ ტრადიციებზე, კულტურასა და ხელოვნებაზე.

განსახლების პირობები

საუზმე შედის ნომრის ღირებულებაში. დილის 8:00 საათიდან 11:00 საათამდე. კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ,ვეცდებით მაქსიმალურად სწრაფად გიპასუხოთ.

შესახლების რეგისტრაცია 14:00
გამოსახლების რეგისტრაცია 12:00
ჯავშნის უარყოფა რეზერვაციის გაუქმება შესაძლებელია ჩამოსვლამდე 30 დღით ადრე, თუ დაჯავშნის პირობებში სხვა რამ არ არის მითითებული.

წესები და პირობები

დაჯავშნის და გაუქმების წესებს იხილავთ დაჯავშნის განყოფილებაში ან დაგვიკავშირდით, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გიპასუხოთ.

TravelLine: Аналитика